ჟურნალისტი მაკა რაზმაძე სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, სოცქსელში ინფორმაციას ავრცელებს, სადაც მის ძმაზე საუბრობს, რომელიც 1993 წელს აფხაზეთში დაიღუპა.
„დღეს 27 სექტემბერია.. სიმბოლურია…ეს კადრები დღეს პირველად ვნახე… ამდენი წლის შემდეგ პირველად შევხვდი ისევ ჩემს გიორგის… არ ვიცი რა ვთქვა, როგორ გამოვხატო ის რასაც ახლა ვგრძნობ… ამ ვიდეოზე 1990 წელია, 17 წლისაა ჩემი ძმა, გიორგი რაზმაძე. 1993-ში დაიღუპა აფხაზეთში… მინდა რომ ყველამ გაიცნოთ და ნახოთ როგორი ლამაზი, საყვარელი, ვაჟკაცური და ყველანაირად მაგარი ბიჭი მყავდა. ამიტომ ვტვირთავ აქაც ამ უნიკალური კადრებს რომელიც გასაოცარმა ადამიანმა და ჩემი გიოს მეგობარმა თეა წულუკიანმა მომაწოდა…
ამ სიკეთეს ვერასდროს ვერც გადავუხდი მას და არც შევეცდები, რადგან ეს ყველანაირ ადამიანურ სიკეთეს აცდენილი სასწაულია.
გაიცანით, ასეთი იყო ჩემი გიო… ჩემი ძმა გიორგი რაზმაძე!”- წერს მაკა რაზმაძე.
https://youtu.be/Q_am53IPD6E