ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“ვალდებულები ვართ გავაფრთხილოთ ბრიტანეთის მოქალაქეები”: საელჩო განცხადებას განმარტავს

ქვეყნის მხრიდან საკუთარი მოქალაქეებისთვის მსგავსი განცხადებები სტანდარტული პროცედურაა, -ამის შესახებ ბრიტანეთის საელჩოს კომუნიკაციების მენეჯერმა TV “პირველს” განუცხადა, საელჩოს მხრიდან გავრცლებული განცხადების განმარტებისას.
მისი თქმით, მსგავსი პროცედურები სხვა ქვეყნებსაც აქვთ:
“ეს არის ძალიან სტანდარტული პროცედურა. ის რომ ქალაქი არ არის ადაპტირებული შშმ პირებისთვის, ესეც ხომ არ არის სიახლე, არა? ჩვენ ვალდებულები ვართ გავაფრთხილოთ ბრიტანეთის მოქალაქეები, ვინც აქ ჩამოდის, რომ უბრალოდ, მზად იყვნენ. შებრძანდით და ნახეთ თურქეთის საელჩო როგორ რჩევებს იძლევა, იტალიის საელჩო როგორ რჩევებს იძლევა და მიხვდებით, რომ არაფერი აქ განსაკუთრებული არ არის. “-განაცხადა საელჩოს კომუნიკაციების მენეჯერმა.

დიდი ბრიტანეთის საელჩო საკუთარ მოქალაქეებს საქართველოში ყოფნისას სიფრთხილისკენ მოუწოდებს. კერძოდ, წარმომადგენლობა 6 ოქტომბერს თბილისში დაგეგმილ საქართველო-უელსის მატჩზე დასწრების მსურველებს მიუთითებს, რომ ქუჩაში გადაადგილებისას თან დიდი თანხა არ იქონიონ, რადგან შესაძლოა ხალხმრავალ ადგილებში გაძარცვონ, ასევე, ტაქსის მძღოლების მხრიდან სექსუალური ძალადობის რისკზეა ყურადღება გამახვილებული და შუქნიშნისა და ზებრა გადასასვლელების მიმართ მძღოლების უყურადღებობაზე, რაც ავარიების რისკს ქმნის…
საელჩო ბრიტანეთის მოქალაქეებს განცხადებაში ატყობინებს, რომ თბილისში არ ეძებონ საზოგადოებრივი საპირფარეშოები, ხოლო ქუჩები ეტლით გადაადგილებისთვის ადაპტირებული არ არის.

იტვირთბა....