ახალი ამბები მთავარი სამართალი

პროკურატურა გირგვლიანის საქმეზე ახალაიას და სააკაშვილის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენს ელის

სანდრო გირგვლიანის საქმის პროკურორის, ნათია სონღულაშვილის თქმით, გამოძიების ფარგლებში პასუხისგებაში სულ 10 მაღალჩინოსანი მიეცა, რომელთაგან 8 პირი სასამართლომ უკვე გაამტყუნა. ამის შესახებ მან “მაესტროსთან“ ინტერვიუს დროს განაცხადა.

გირგვლიანის საქმეზე სასჯელს უკვე იხდიან შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის იმჟამინდელი უფროსი ბაჩანა ახალაია, ერთ-ერთი საპყრობილის დირექტორი და კუდის სხვა მაღალჩინოსნები.

დღევანდელი მდგომარეობით საქალაქო სასამართლოში მხოლოდ ორი პირის – დათა ახალაიას და მიხეილ სააკაშვილის მიმართ ბრალდებით იხილება სისხლის სამართლის საქმე.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე, ყოფილი მსჯავრდებულის, მიხეილ ბიბილურიძის დედამ ციური თევდორაშვილმა განაცხადა, რომ მის შვილს დათა ახალაიამ 100 000 დოლარი გადასცა. მისივე თქმით, თანხის გადაცემა ეტაპობრივად ხდებოდა.

სონღულაშვილი აცხადებს, რომ სხვა მსჯავრდებულების მიმართაც მსგავსი “საჩუქრები“ გაიცა დათა ახალაიას მხრიდან. უფრო მეტიც, პროკურორი აცხადებს, რომ ისინი ფაქტობრივად, სტუმრები იყვნენ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.

სონღულაშვილი სხვა პროცესების მსგავსად, ამ შემთხვევაშიც სასამართლოსგან ახალაიას და სააკაშვილის მიმართ 4 პირის უკანონო შეწყალების საქმეზე, გამამტყუნებელ განაჩენს ელის.

იტვირთბა....