ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

არასამთავრობოები და იურისტები პრეზიდენტს წერილით მიმართავენ

არასამთავრობო ორგანიზაციები, აკადემიური ინსტიტუტები და იურისტები დღეს საქართველოს პრეზიდენტს წერილით მიმართავენ, გამოიყენოს ვეტო კონსტიტუციური ცვლილებების პროექტის იმ ნაწილზე, რომლის მიხედვითაც რელიგიის თავისუფლების დაცვის კონსტიტუციურ სტანდარტები საფრთხის ქვეშაა.

მიმართვაზე ხელმომწერები მოუწოდებენ საქართველოს პრეზიდენტს, კონსტიტუციის პროექტი მოტივირებული შენიშვნებით დაუბრუნოს საქართველოს პარლამენტს განსახილველად, რათა არ დაუშვან რელიგიის თავისუფლების კონსტიტუციური სტანდარტისა და ადამიანის უფლებათა დაცვის ხარისხის გაუარესება.

მიმართას ხელს აწერენ ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI), საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA), საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI), მედიის განვითარების ფონდი (MDF), ფონდი ღია საზოგადოება – საქართველო (OSGF), საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG), სამოქალაქო განვითარების სააგენტო (CiDA), პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR), საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS), ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRIDC), თანასწორობის მოძრაობა, იდენტობა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მართლმსაჯულების გაძლიერებისა და სამართლებრივი განათლების ცენტრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კონსტიტუციური კვლევების ცენტრი, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტი, კონსტანტინე კუბლაშვილი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მართლმსაჯულების გაძლიერებისა და სამართლებრივი განათლების ცენტრის ხელმძღვანელი, დავით ზედელაშვილი – კონსტიტუციონალისტი, გიორგი მელაძე – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორი, ლევან რამიშვილი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორი, თამარ გურჩიანი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი, გიორგი ბურჯანაძე – იურისტი, გიორგი ჩიტიძე – იურისტი, დიმიტრი გეგენავა – სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, მიხეილ შარაშიძე – იურისტი.

იტვირთბა....