ახალი ამბები მთავარი სამართალი

“არ მინდა, რომ ომბუდსმენის ინსტიტუტია, კრიმინალების გამპრავებელ კანტორად გადაიქცეს”

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ომბუდსმენს აკრიტიკებს.  მღებრიშვილი დაკავებულ სერგო მამასახლისის მიმართ პოლიციის განყოფილებაში განხორციელებულ ძალადობასთან დაკავშრებით, ომბუდსმენის განცხადების კომენტირებისას, ამბობს რომ  სახალხო დამცველს შეეძლო სამინისტროში გაერკვია ყველაფერი.

„მე არ მინდა, რომ ისეთი ავტორიტეტული ინსტიტუტი, როგორიც ომბუდსმენის ინსტიტუტია, კრიმინალების გამპრავებელ კანტორად გადაიქცეს…

ყოველთვის მაოცებს ომბუდსმენის ასეთი დამოკიდებულება. მას შეეძლო ამ ინფორმაციის ჩვენთან გადამოწმება და აბსოლუტურად ამომწურავ პასუხს მიიღებდა. უფრო მეტი დაკვირვება და სიფრთხილე გვჭირდება, როდესაც პოლიციელებთან მიმართებაში რაიმე განცხადებებს ვაკეთებთ,“ – განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

შეგახსენებთ, სახალხო დამცველმა მთავარ პროკურორს ბრალდებულის მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე გამოძიების დაწყების შესახებ წინადადებით მიმართა. მისი თქმით, პოლიციამ ბრალდებულზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა განახორციელა.

იტვირთბა....