შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი აცხადებს, რომ სერბი რეჟისორის ემირ კუსტურიცასთან დაკავშირებით კანონის შესაბამისად იმოქმედებს. კუსტურიცა საქართველოში ვიზიტს აპირებს, თუმცა მას 2009 წელს საქართველოს კანონი ოკუპაციის შესახებ დარღვეული აქვს. ის ოკუპირებულ ცხინვალში ფილმის გადაღებას აპირებდა, მაგრამ მოგვიანებით გადაიფიქრა.
„ჩვენ, როგორც სხვა ყველა შემთხვევაში, ახლაც ვიმოქმედებთ კანონის შესაბამისად“ -განუცხადა გიორგი მღებრიშვილმა ჟურნალისტებს.
შეგახსენებთ, სერბი რეჟისორი ჯგუფთან ერთად თბილისში ჩამოსვლას და კონცერტის გამართვას 8 დეკემბერს გეგმავს.