შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა დღეს რუსთავში დაღესტნის საზღვარზე გარდაცვლილი მესაზღვრის ოჯახს მიუსამძიმრა. მან ასევე საავადმყოფოში საზღვარზე აფეთქების შედეგად დაშავებული მესაზღვრეები მოინახულა.
შეგახსენებთ, რომ 25 სექტემბერს შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის N5 სამმართველოს (ლაგოდეხი) N5 სექტორის (შილდა) დისლოკაციის ადგილზე, პირველადი ინფორმაციით, მოხდა გაზის ბალონის აალება. მიღებული დამწვრობის შედეგად, გარდაიცვალა სასაზღვრო პოლიციის II ჯგუფის სპეციალისტი (უფროსი მესაზღვრე), უფროსი ლეიტენანტი ლაშა ჩუბინიძე. შემთხვევის შედეგად დაშავდა სასაზღვრო პოლიციის სამი მოსამსახურე, რომელთაც სხვადასხვა ხარისხის დამწვრობები აღენიშნებათ. ისინი მკურნალობის კურსს კლინიკაში გადიან. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით მიმდინარეობს.
გარდაცვლილი ლაშა ჩუბინიძე რუსთაველია, მისი ცხედარი უკვე ჩამოასვენეს. მას მეუღლე და 3 მცირეწლოვანი შვილი დარჩა.