ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ყარაჯალის სკოლის ინციდენტს განათლების სამინისტრო წერილობით გამოეხმაურა

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალის საჯარო სკოლაში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება.

სამინისტრო წერილში განმარტავს, რომ ყველა ადამიანს რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლად გამოხატვის საშუალება აქვს და უზრუნველყოფს სკოლებში ნეიტრალური და არადისკრიმინაციული გარემოს არსებობას.

“კანონმდებლობის შესაბამისად, სკოლას უნდა ჰქონდეს შინაგანაწესი, რომელიც არეგულირებს სასკოლო ცხოვრებას. შინაგანაწესის თანახმად, რომელიც ყარაჯალის საჯარო სკოლაში მშობლებთან, მასწავლებლებთან და მოსწავლეებთან კონსულტაციის შედეგად შემუშავდა და სამეურვეო საბჭოს მიერ დამტკიცდა, აკრძალულია სკოლაში ნებისმიერი სახის თავსახვევის ტარება. სამწუხაროა, რომ სკოლის შინაგანაწესში ჩაწერილი თავსახვევის ამკრძალავი ზოგადი წესი, განიმარტა რწმენის თავისუფლების შეზღუდვად. სამინისტრო მოუწოდებს ყველა მხარეს თავი შეიკავონ ამ საკითხის რელიგიურ ჭრილში განხილვისგან და ხელი შეუწყონ ვითარების მშვიდ რეჟიმში მოგვარებას”,- ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალის სკოლის დირექტორმა სკოლაში მე-7 კლასელი მოსწავლე არ შეუშვა. ამის მიზეზი ის იყო, რომ მას თავსაბურავი იგივე ე.წ. ჰიჯაბი ეკეთა.

იტვირთბა....