რუსული მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ შენობიდან სადაც “ნოვაია გაზეტას” რედაქცია მდებარეობს, აფეთქების საფრთხის გამო ევაკუაცია განხორციელდა.
ანონიმური ზარი, რომელიც სამართალდამცავ ორგანოებში შევიდა იტყობინებოდა, რომ შენობაში ბომბი იყო მოთავსებული. პოლიციამ ევაკუაცია განახორციელა და საბოლოო ჯამში შენობიდან 500-მდე ადამიანი გაიყვანა.
აფეთქების საფრთხე იყო გუშინ მოსკოვში ესპანეთის საელჩოშიც, საიდანაც 300-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია მოხდა.
ანონიმური ზარების ტალღა რუსეთში სექტემბრის შუა რიცხვებში დაიწყო. 13 სექტემბერს რუსეთის სხვადასხვა ადგილებიდან 20 000 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. რუსეთის მედია წერს, რომ რამდენიმე დღით ადრე საფრთხის შესახებ ანონიმური ზარების გამო ქვეყნის 22 ქალაქში 45 000 ადამიანი შენობიდან გამოიყვანეს.
რუსული მედია ანონიმურ ზარებს, დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ აკავშირებს.