ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მარტვილში მგელმა შინაური პირუტყვი დაგლიჯა

მარტვილის მუნიციპალიტეტის ვედიდკარის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობა აცხადებს, რომ ბოლო პერიოდში მგელმა მათ სოფელში რამდენიმე შინაური პირუტყვი დაგლიჯა. ისინი ადგილობრივი ხელისუფლებისგან ითხოვენ, რომ მგლის მოკვლის უფლება მისცენ ან გამოყონ მონადირეთა ჯგუფი.

“საღამოს საათებში სოფლის მაცხოვრებლებს სახლიდან გასვლის გვეშინია. გუშინ მგელმა მე პირადად ცხენი დამიგლიჯა. მოსახლეობა ელემენტარულ დახმარებას ვითხოვთ, მგლის მოკვლის უფლება მოგვცენ”,- აცხადებს გოჩა ფოჩხულა.

მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, რომ პრობლემის შესახებ აქვთ ინფორმაცია და გარემოს დაცვის სამინისტროსგან ნებართვა უკვე აიღეს, რათა ეს პრობლემა უმოკლეს დროში მოგვარდეს.

იტვირთბა....