მთავარი საზოგადოება ჯანდაცვა

ინსულტმა „გაახალგაზრდავება“ დაიწყო: რატომ გახშირდა ინსულტის შემთხვევები და რა არის გამოსავალი

ექიმები განგაშს ტეხენ, რადგან ინსულტმა „გაახალგაზრდავება“ დაიწყო. წინა საუკუნეში ვერავინ წარმოიდგენდა, რომ შეიძლება 10 წლის ბავშვს ინსულტი დაემართოს, თუმცა ახლა მოზარდებში ჰიპერტონიის შემთხვევები სამჯერ გახშირდა.

რა არის იშემიური ინსულტი?

ეს ინსულტის ყველაზე გავრცელებული ფორმაა. მისი გამომწვევი მიზეზებია სისხლის მიმოქცევის დარღვევა, სისხლის შედედება და თრომბების წარმოქმნა, რაც თავის ტვინისთვის სისხლის მიწოდების პროცესს აფერხებს.  შედეგად, ტვინის უჯრედებს ჟანგბადი აღარ მიეწოდება და კვდომას იწყებს. თავის ტვინის ჟანგბადით მომარაგება დამოკიდებულია სისხლძარღვების მდგომარეობაზე, ელასტიკურობასა და ტონუსზე, გაფართოებისა და შეკუმშვის უნარზე, რაც ტვინის სისხლით უწყვეტად მომარაგებას უზრუნველყოფს.

რა არის იშემიური ინსულტის გამომწვევი მიზეზი?

ექიმების მტკიცებით, ინსულტებისა და ინფარქტების მთავარი გამომწვევი მიზეზი სიმსუქნე, სტრესები, სპირტიანი სასმელებისა და თამბაქოს მოხმარება, გენმოდიფიცირებული პროდუქტები, ტრანსცხიმები და უმოძრაობაა, თუმცა არსებობს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი, რომელზეც ნაკლებად საუბრობენ – ეს არის დეჰიდრატაცია, ანუ გაუწყლოება.  21-ე საუკუნის ადამიანმა პრაქტიკულად შეწყვიტა წყლის სმა და წყურვილს სხვადასხვა წვენებითა და გაზიანი სასმელებით იკმაყოფილებს. ორგანიზმი გარკვეულ დრომდე გვპატიობს ძილის უკმარისობას, ფიზიკური დატვირთვის არარსებობას, ზედმეტ კილოგრამებს და მავნე ჩვევებს, მაგრამ წყლის ნაკლებობასა და გაუწყლოებას არასოდეს გვაპატიებს.

 

რატომ არის საშიში გაუწყლოება?

წყალი გულ-სისხლძარღვთა სისტემის საშუალებით უჯრედებს კვებავს. წყლის უკმარისობის შემთხვევაში, შინაგანი ორგანოების ნორმალური მუშაობის უზრუნველსაყოფად, ორგანიზმი წყალს სისხლის მიმოქცევის სისტემიდან და ლიმფიდან იღებს. სისხლის მოცულობის შემცირებისას, წნევის დონის შენარჩუნებისთვის ორგანიზმი იძულებულია, სისხლძარღვები და კაპილარები შეკუმშოს. სწორედ ამ დროს ხდება არტერიული წნევის მომატება, რაც წყლის ქრონიკული დეფიციტის დროს პათოლოგიად იქცევა – ესაა ჰიპერტონიული დაავადება, რომელიც ინსულტს იწვევს.

გამოდის, რომ, უბრალოდ, ბევრი წყალი უნდა ვსვათ?

ზრდასრულმა ადამიანმა ყოველდღიურად, არანაკლებ 2 ლიტრი წყალი უნდა მიიღოს. უკეთესია, თუ ეს აქტივირებული (ცოცხალი)  წყალი იქნება, რადგან ის აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და იცავს სისხლძარღვებს დაზიანებისგან. იმისთვის, რომ კაპილარებში შეაღწიოს, სისხლის მიმოქცევის სისტემაში სითხის ნორმალური მიმოქცევა შეინარჩუნოს და სისხლძარღვების კედლებზე ქოლესტერინის დაგროვებას ხელი შეუშალოს, წყალს მაღალი აქტიურობა უნდა ჰქონდეს. ჩვენს ორგანიზმში სწორედ ასეთი წყალი მუშაობს.
გამოკვლევებმა დაადასტურა, რომ აქტივირებული წყალი გულ-სისხლძარღვთა სისტემას პათოლოგიებისგან იცავს. „ცოცხალი წყლის“ ყოველდღიური მიღებით ადამიანს უძლიერდება იმუნიტეტი, ჭარბი წონის შემთხვევაში, ხდება წონის კორექტირება.
„ცოცხალი წყალი“ უზმოზე, სასურველია, ორი ჭიქა დალიოთ. დღის განმავლობაში, ყოველი ჭამის წინ (30 წუთით ადრე) და ნებისმიერ სხვა დროს. „ცოცხალი წყლის“ მიღება რეკომენდებულია 40 დღის განმავლობაში, დღეში მინიმუმ 2 ლიტრის ოდენობით. ჯანმრთელობას გისურვებთ.

funtime.ge

იტვირთბა....