უკრაინაში, ვინიცის მახლობლად კალინოვკაში შეიარაღებული ძალების საბრძოლო მასალების საწყობში მომხდარი აფეთქების გამო, უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ სამხედრო კაბინეტი მოიწვია,-განცხადება ამის შესახებ პოროშენკომ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გააკეთა.
კაბინეტის შემადგენლობაში ქვეყნის პრემიერი, თავდაცვის მინისტრი, გენ შტაბის უფროსი ნაციონალური უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელი ნაციონალური პოლიციის ნაციონალური გვარდიის და საგანგებო სიტუაციების ხელმძღვანელები შედიან.
უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში იური ბირიუკოვი, აცხადებს, რომ ვინიცის ოლქში მდებარე სამხედრო საწყობში ხანძარი შესაძლოა უპილოტო საფრენი აპარატით (დრონით) გააჩინეს.
შეგახსენებთ, წუხელ უკრაინაში, ვინიცის ოლქში, ქალაქ კალინოვკაში სამხედრო საწყობში ხანძარი გაჩნდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ამ დროისთვის ვინიცადან 50 კილომეტრში საჰაერო სივრცე დახურულია. რამდენიმე დასახლებული პუნქტიდან მოსახლეობის ევაკუაცია მოხდა.
აფეთქების ადგილზე მობილიზებულია 1000-ზე მეტი მეხანძრე. სხვადასხვა ცნობებით, კალინოვკაში, სამხედრო საწყობში 138 ათასი ტონა საბრძოლო მასა ინახებოდა.
ვინიცაში ჩავიდა უკრაინის პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ გროისმანი. ამის შესახებ უკრაინის მთავრობის ვებგვერდი იუწყება. სოციალურ ქსელში აფეთქების ამსახველი ვიდეო გავრცელდა.