ახალი ამბები მთავარი სამართალი

“ოხანაშვილი ნახევარ სინოდზე ამბობდა, ეგენი სანტა კლაუსები არიან და ჭყონიას უნდა ჩავაბაროო”

ე.წ. ციანიდის საქმის პროკურატურის მთავარი მოწმე ირაკლი მამალაძე აცხადებს, რომ პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსი სოსო ოხანაშვილი ქვეყნის და პატრიარქის მოღალატეა და იქ უნდა იყოს, სადაც ახლა არის. ამის შესახებ მან გადაცემა “რეაქციაში” აღნიშნა.

მისი თქმით, ოხანაშვილი იმუქრებოდა, რომ პატრიარქს ,,დედას უტირებდა“ და ქორეპისკოპოს იაკობისა და პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის თავებს აივანზე შეუყრიდა.

“ნახევარ სინოდზე ამბობდა, ეგენი სანტა კლაუსები არიან და ჭყონიას უნდა ჩავაბაროო… მძიმე სიტყვებით აქვს ნათქვამი პატრიარქზე დედას ვუტირებო… ტარას შავშიშვილი ესწრებოდა ამ საუბარს დეკანოზი მამალაძე და მე. ამბობდა მაგან არ იცის მე რა საშიში გავხდიო, იაკობის და შორენას თავებს აივანზე შევუყრიო, ამის მტკიცებულებები არსებობს“ – ამბობს მამალაძე ,,რეაქციაში“.

შეგახსენებთ, დეკანოზი გიორგი მამალაძე 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. 5 სექტემბერს მას პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის განზრახ მკვლელობის მომზადებისთვის და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვისთვის 9 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. მსჯავრდებული დანაშაულს არ აღიარებს.

იტვირთბა....