ახალი ამბები მთავარი მსოფლიო სამართალი

უკრაინაში, ვინიცის ოლქში საბრძოლო მასალა აფეთქდა: გროისმანი გარე ფაქტორებზე საუბრობს

წუხელ უკრაინაში,  ვინიცის ოლქში, სოფელ კალინოვკის მიმდებარედ, სამხედრო საწყობში საბრძოლო მასალების აფეთქება მოხდა. აფეთქების შედეგად, გაჩენილი ხანძრის გამო, სოფლიდან და მის მიმდებარე დასახლებული ბუნქტებიდან 28 ათასი ადამიანის  ევაკუაცია მოხდა.  ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული პოლიციის პრესსამსახურზე დაყრდნობით „უკრაინსკაია პრავდა“ ავრცელებს.

როგორც ცნობილია, გუშინ საღამოს ვინიცის ოლქის სოფელ კალინოვკასთან მდებარე სამხედრო საწყობებში საბრძოლო მასალის აფეთქების შედეგად ხანძარი გაჩნდა.

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ გროისმანმა განაცხადა, რომ გამოძიება მომხდარის სხვადასხვა ვერსიაზე მუშაობს, სავარაუდოდ, საუბარია გარე ფაქტორებზე და მას კავშირი თვითაალებასთან არა აქვს.

უკრაინის პრემიერის განცხადებით, ხანძრის მასშტაბი დაახლოებით 5 კმ/ზეა. მისი თქმით, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება და ახლომდებარე დასახლებული პუნქტებიდან დაახლოებით 30 ათასი ადამიანია ევაკუირებული. ხანძრის გამო, 50 კმ/ის რადიუსში დაკეტილია საჰარეო სივრცე, კალინოვკასთან მისასვლელი ყველა გზა გადაკეტილია, შეზღულია და შეცვლილია მატარებლების გადაადგილების გრაფიკი. ტყვია წამლის საწყობში ზალპური ცეცხლის სისტემა -“სმერჩი”, “გრადი” და “ურაგანი” ინახებოდა. ოფიციალური მონაცემებით ხანძრის შედეგად ამ დროისათვის 2 ადამიანია დაშავებული.

 

 

იტვირთბა....