ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კვირიკაშვილი დღეს ანგელა მერკელს შეხვდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი  გიორგი კვირიკაშვილი,  დღეს გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს შეხვდება. პრემიერი გერმანიაში უკვე ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. შეხვედრა თბილისის დროით 12:30 საათზე, ბერლინში გაიმართება.

ორი ქვეყნის პირველი პირების შეხვედრის მთავარი თემები ორმხრივი ურთიერთობები, ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაცია და რეგიონში არსებული მდგომარეობა იქნება.

საქართველოს ელჩი გერმანიაში ლადო ჭანტურია აცხადებს, რომ  ბოლო წლების განმავლობაში საქართველოსა და გერმანიას შორის ურთიერთობები ინტენსიური გახდა და გაღრმავდა.

ქართულ დელეგაციაში საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში თედო ჯაფარიძე იმყოფებიან.

საქართველოს პრემიერი ერთ-ერთი პირველი უცხოელი ლიდერია, რომელიც ანგელა მერკელს საპარლამენტი არჩევნებში გამარჯვეის შემდეგ შეხვდება.

იტვირთბა....