საპარლამენტო ფრაქცია “პატრიოტთა ალიანსის” წევრი ნატო ჩხეიძე განმარტავს, რომ მას კონსტიტუციური პროექტისთვის ხმა არ მიუცია და ეს ტექნიკური შეცდომა იყო.
მისი თქმით, თვითინ, ადა მარშანიამ და ემზარ კვიციანმა ხმა წინააღმდეგ მისცეს.
“არ ვიცი, რა მოხდა. ჩვენ ხმა წინააღმდეგი მივეცით, მაგრამ რატომღაც სხვანაირად დაფიქსირდა. ეს იყო ტექნიკური შეცდომა, რაც იშვიათად არა, მაგრამ ხშირად ხდება ხოლმე”, – განაცხადა ჩხეიძემ.
ცნობისთვის, კონსტიტუციურ პროექტზე გამართული კენჭისყრის შედეგები პირველმა არხმა გამოითხოვა, რომელშიც მომხრეებს შორის ნატო ჩხეიძეც ფიქსირდება.
საქართველოს პარლამენტის მიერ კონსტიტუციური პროექტი მესამე მოსმენით 117- მომხრე ხმით, ორის წინააღმდეგ დამტკიცებულია. საქართველოს ახალი კონსტიტუცია 2018 წელს, ახალარჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ შევა ძალაში.