შვეიცარიაში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე დანიშნულმა ლევან ბოძაშვილმა ელჩის პოსტზე უარი თქვა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოძაშვილმა შესაბამისი პროცედურის დაწყებისთვის, ოფიციალური განცხადებით საგარეო უწყების ხელმძღვანელს უკვე მიმართა.
ლევან ბოძაშვილი შვეიცარიაში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პოზიციაზე პრეზიდენტმა რამდენიმე თვის წინ დანიშნა. მას უფლებამოსილების შესრულება ოქტომბრიდან უნდა დაეწყო. რა გახდა ელჩობაზე უარის თქმის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია. საგარეო საქმეთა სამინისტრო ამის შესახებ ინფორმაციას ამ ეტაპზე არ ავრცელებს.