რუსეთში, ტულის ოლქში, ადგილობრივი ექიმი ეჭვმიტანილია, რომ 10 წლის ბავშვს, რომელიც ველოსიპედით მოძრაობდა, Toyota Aventis მარკის მანქანით გადაუარა. დაღუპულის დედა ამბობს, რომ სასწრაფოში მას რამდენჯერმე დაუკიდეს ტელეფონი. მისი თქმით, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სასწრაფო დახმარების მანქანა შემთხვევის ადგილზე დაგვიანებით მივიდა.
პოლიცია კომენტარს ამ დრომდე არ აკეთებს, თუმცა, როგორც რუსული მედიასაშუალებები იუწყებიან Toyota Aventis მარკის მანქანის საჭესთან, ადგილობრივი კლინიკის ქირურგიული განყოფილების უფროსი, ალექსანდრე პოლიაკოვი იჯდა. თავად პოლიაკოვმა ჟურნალისტებს ტელეფონი დაუკიდა და ზარებს არარ პასუხობს.
როგორც დაღუპული ბავშვის დედა ამბობს, მისმა შვილმა მეზობლის გოგო ფეხით გააცილა და მისთვის გაუგებარია, როგორ აღმოჩნდა ის ველოსიპედით ქუჩაში.
“მე მხოლოდ ის დავინახე, რომ ველოსიპედი შუა ქუჩაში ეგდო. გვერდით ბავშვი იწვა, მან ორჯერ ამოისუნთქა და დაიღუპა” – ამბობს თვითმხილველი ქალბატონი, რომელიც პრესასთან აცხადებს, რომ ირგვლივ შეკრებილები რეკავდნენ ყველგან, მაგრამ ბავშვი, რატომღაც 3 საათის განმავლობაში იწვა ქუჩაში მანამ, სანამ ოპერატიული სამსახურის თანამშრომლები არ გამოჩნდნენ.
გამოძიება დაწყებულია.