“რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთმა ლიდერმა ხათუნა სამნიძემ ძველი რესპუბლიკელები “შენების მოძრაობის” წარმომადგენლები გააკრიტიკა. მან ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში განაცხადა, რომ პარტიიდან წასული ხალხი “ფსევდოოპოზიციაა” და ისინი “ქართული ოცნების” სატელიტებს წარმოადგენენ.
“შენების მოძრაობის” ლიდერმა დავით უსუფაშვილმა ტელეკომპანია “პირველის” ეთერში განაცხადა, რომ უჭირს კომენტარი გააკეთოს იმ ადამიანების კომენტარებზე, რომლებიც წლების განმავლობაში მისი “პოლიტიკური მეგობრობი” იყვნენ. მისი თქმით, საწყენი უფრო მეტად მათგან არის, ვიდრე სხვებისგან.
უსუფაშვილმა ამის შემდეგ კომენტარი გააკეთა ბრალდებაზე, რომლის მიხედვითაც, როგორც თავად ამბობს, ის მფლანგველად მოიხსენიეს.
“ვინც მე მფლანგველს მიწოდებს, შევახსენებ, რომ ჩემი პარლამენტის თავმჯდომარეობის დროს, მილიონ ლარამდე თანხა დაიზოგა და სწორედ ამ თანხებით დაფინანსდა, საკონსტიტუციო კომისია” – განაცხადა უსუფაშვილმა.