ახალი ამბები მთავარი სამართალი

არასამთავრობოები მუხთარლისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას ითხოვენ

არასამთავრობო ორგანიზაციებმა დღეს „სოროსის ფონდში“ საქართველოში აზერბაიჯანიდან დევნილი  მოქალაქეების მდგომარეობის შესახებ კვლევა წარმოადგინეს. კვლევაში ყურადღება აზერბაიჯანელი ჟურნალისტის – აფგან მუხთარლის საქმეზეა გამახვილებული.

არასამთავრობოები ხელისუფლებას მოუწოდებენ ამ საქმეზე სრულყოფილი გამოძიება ჩატარდეს და მუხთარლის და მის მეუღლეს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭოთ. მესამე სექტორი მოითხოვს ასევე გამოძიების შედეგების გასაჯაროებას.

ისინი ხელისუფლებას თხოვენ აზერბაიჯანელ დისიდენტებს ლტოლვილის სტატუსი და ბინადრობის ნებართვა მიანიჭონ.

„საჭიროა საქართველოს მთავრობამ მკვეთრად დააფიქსიროს პოზიცია და აზერბაიჯანის ავტორიტარულ ხელისუფელბასთან ურთიერთობას ადამიანის უფლებები არ შესწიროს,“- მიიჩნევენ მესამე სექტროში.

კვლევა წარმოადგინეს შემდეგმ ორგანიზააციებმა: „თავისუფლება ახლა“; “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი – EMC”, “საერთაშორისო პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის”.

აფგან მუხთარლი თბილისიდან 29 მაისს გაუჩინარდა. ის აზერბაიჯანში დააკავეს. მას ბაქოს საქალაქო სასამართლომ წინასწარი სამთვიანი პატიმრობა მიუსაჯა, პროკურატურამ ბრალი კონტრაბანდის, სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის და პოლიციისთვის დაუმორჩილებლობის მუხლებით წარუდგინა.

საქართველოში შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

ქართულმა გამოძიებამ აზერბაიჯანულ მხარეს აფგან მუხტარლის დაკითხვის თხოვნითაც მიმართა, თუმცა ამ დრომდე თხოვნას გამოხმაურება არ მოჰყოლია.მუხტარლის საქმეზე სასაზღვრო პოლიციის უფროსმა და სუს-ის კონტრდაზვერვის უფროსმა თანამდებობები დატოვეს.

აფგან მუხტარლის საქმეზე ევროპარლამენტმა სპეციალური რეზოლუცია მიიღო.

იტვირთბა....