ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

გერმანიის ეგზიტპოლის შედეგები: ანგელა მერკელი მე-4 ვადით აირჩიეს

ეგზიტპოლების მიხედვით, გერმანიაში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის ბლოკმა გაიმარჯვა.

ZDF-ის მიერ გამოქვეყნებული ეგზიტპოლის შედეგებით, ქრისტიან-დემოკრატიულმა და ქრისტიან-სოციალურმა კავშირმა – 33,5 % მიიღო.

მეორე ადგილზეა სოციალ-დემოკრატიული პარტია, რომელსაც ევროპარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე მარტინ შულცი უდგას სათავეში. ეგზიტპოლის მიხედვით, პარტიამ 21% მიიღო.

ამავე მონაცემების თანახმად, მესამე ადგილზე გავიდა ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ 13%-ით. მეოთხე ადგილზე არიან ლიბერალები – „თავისუფალმა დემოკრატიულმა პარტიამ“ 10% მიიღო. ხუთპროცენტიანი ბარიერი ასევე გადალახეს მწვანეებმა და მემარცხენე პარტია Die Linke-მ.

ოდნავ განსხვავებული ციფრებია ARD-ს მიერ გამოქვეყნებულ ეგზიტპოლში, სადაც მერკელის პარტია 32,5 %-ს აგროვებს, შულცის კი 20%-ს.

​გერმანიაში საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემის პროცედურა რამდენიმე წუთის წინ, ადგილობრივი დროით 18:00 საათზე დასრულდა. სულ ქვეყნის მასშტაბით გახსნილი იყო 73 000-ზე მეტი უბანი.ხმის მიცემის უფლება 61 მილიონზე მეტ ამომრჩეველს ჰქონდა. არჩევნების პირველი ოფიციალური წინასწარი მონაცემები 25 სექტემბერს დილით გახდება ცნობილი.

იტვირთბა....