ახალი ამბები მთავარი მსოფლიო სამართალი

ავღანეთის დედაქალაქში ნატოს კოლონას თავს დაესხნენ

ავღანეთის დედაქალაქში ნატოს კოლონას თავს დაესხნენ. თვითმკვლელმა ტერორისტმა დანაღმული მანქანა ქაბულში, ალიანსის მტკიცე მხარდაჭერის მისიაში მონაწილე დანიელი სამხედროების კოლონასთან ააფეთქა.

თავდასხმის შედეგად 5 მოქალაქე დაშავდა. ჩაიმსხვრა მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე შენობების ფანჯრებიც. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.

იტვირთბა....