ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

გიორგი მღებრიშვილი ჩინეთში პირველი სამუშაო ვიზიტით გაემგზავრა

გიორგი მღებრიშვილი ჩინეთში პირველი სამუშაო ვიზიტით გაემგზავრა. შინაგან საქმეთა მინისტრი, თავის ჩინელ კოლეგასთან ერთად, ხელს მოაწერს დოკუმენტს “დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის შესახებ“, რაც ორ ქვეყანას შორის საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის გაღრმავებას და მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას ისახავს მიზნად. მღებრიშვილი ასევე ეწვევა პეკინის ტრანსპორტის მართვის ცენტრს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაცია დღეს მიემგზავრება ჩინეთში, სადაც მაღალი დონის შეხვედრები გვექნება. მათ შორის, შეხვედრა მექნება ჩემს კოლეგასთან, ჩინეთის შინაგან საქმეთა მინისტრთან, რა დროსაც ჩვენ მოვაწერთ ხელს ხელშეკრულებას სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის შესახებ,“ – აღნიშნა გიორგი მღებრიშვილმა.

იტვირთბა....