ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ყველა ბანკს უარი ათქმევინეს ჩვენი პარტიისთვის კრედიტი მოეცათ”

“ლეიბორისტული პარტია” ხელისუფლებას ბიზნესის დაშინებაში ადანაშაულებს. პარტიაში აცხადებენ, რომ მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ ბიზნესის კონტროლი დაიწყო და კერძო სექტორმა ოპოზიციური პარტიების დაფინანსება შეწყვიტა, “ლეიბორისტულ პარტიას” სესხის გაცემაზე ქვეყანაში მოქმედმა ყველა ბანკმა უარი უთხრა.

გიორგი გუგავას თქმით, კვალიფიციური პარტიებისთვის ბანკებს სესხზე უარის თქმის უფლება არ აქვთ. თბილისის მერობის კანდიდატის განცხადებით, მათ 20-მდე ბანკს მიმართეს, თუმცა არცერთ მათგანს უარის თქმის მიზეზი არ განუმარტავს.

პარტიამ ფაქტის შესასწავლად არჩევნებში მონაწილე სადამკვირვებლო ორგანიზაციებს მიმართა.

“ლეიბორისტული პარტიის” დაფინანსება არა მხოლოდ ბიზნესს აუკრძალეს, არამედ ყველა ბანკს უარი ათქმევინეს, ჩვენთვის კანონით გათვალისწინებული კრედიტი მოეცათ, მითუმეტეს, გარანტად ბანკში ჩვენს ოფისს ვდებდით. ამდენად, ჩვენი შემოწირულობების გრაფაში ნული თეთრია, რითაც ხელისუფლება ცდილობს, ხელი შეგვიშალოს, საარჩევნო კამპანია სრულფასოვნად ჩავატაროთ,” – განაცხადა გიორგი გუგავამ.

იტვირთბა....