ახალი ამბები მთავარი სამართალი

ბორჯომი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებელი ქალს დაეჯახა

სოფელ სკრასთან უბედური შემთხვევა მოხდა. ბორჯომი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებელი ქალს დაეჯახა. უცნობია ლიანდაგზე ქალი გადადიოდა თუ მატარებელს განზრახ ჩაუვარდა. მომხდარის დეტალები ამ დროისთვის გაურკვეველია. მატარებელი ამ ეტაპზე გაჩერებულია. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. ადგილზე იმყოფებოდა სასწრაფო დახმარების ბრიგადაც.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 275-ე მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო, რაც რკინიგზის ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

 

იტვირთბა....