ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

წაღვერის ტყეში ხანძრის ჩაქრობაში ვერტმფრენი ჩაერთვება

ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებლის დიმიტრი ყიფიანის განცხადებით, წაღვერის ტყეში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობაში ვერტმფრენი ჩაერთვება.

“ვერტმფრენები ძალიან მალე იქნება გამოგზავნილი. მოსახლეობასთან ახლოს არ არის, საფრთხე არ ემუქრებათ,”- აღნიშნა გამგებელმა.

წაღვერის ტყეში ხანძარი, დაახლოებით, ერთი საათის წინ გაჩნდა. ცეცხლი იმ ტერიტორიაზე გაჩნდა, სადაც ცოტა ხნის წინ სტიქიას ებრძოდნენ. მოსახლეობა ამბობს, რომ ცეცხლის ჩაქრობაში ვერტმფრენები დროულად უნდა ჩაერთონ.

„ძირიდან წვერამდე ცეცხლია და სახანძრო მოვიდა, მაგრამ ვერ შედიან და ვერ აქრობენ. ვერტმფრენი არ არის,“- განაცხადა “რუსთავი 2-თან” თვითმხილველმა, თამარ მღებრიშვილმა.

წყარო: “რუსთავი 2”.

იტვირთბა....