ახალი ამბები მთავარი სამართალი

დეკანოზი: სამების ტაძრის რეაბილიტაციაზე ფინანსებს მეუფე იაკობი განაგებდა

ე.წ. ციანიდის საქმის მსჯავრდებული დეკანოზი, გიორგი მამალაძე სასამართლოს წინაშე საბოლოო სიტყვით წარდგენისას ამბობს, რომ ხანძრისაგან დამწვარი სამების საკათედრო ტაძრის რეაბილიტიაციაზე პატრიარქის ქორეპისკოპოსის, მეუფე იაკობის მიერ დაქირავებული კომპანია მუშაობდა და ფინანსებსაც ის განაგებდა. აღნიშნული სიტყვის აუდიოჩანაწერის გარკვეული ნაწილი “კურიერმა” მოიპოვა.

“რადგან მე სამების ტაძრის სარეაბილიტაციო კომისიის წევრი ვიყავი, ამაზე დაყრდნობით მბრალდება 2 მილიონი ლარის მითვისება. აღსანიშნავია, რომ მე ამ კომისიაში რაიმე განსაკუთრებული უფლებებით არ ვსარგებლობდი, მსგავსი ლოგიკით თანხები კომისიის თავმჯდომარეს, ტაძრის წინამძღვარს, მამა ილია ნასიძეს, კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს, საპატრიარქოს კომენდანტს მამა კახაბერ გოგოტიშვილს, პატრიარქის მდივანს მამა მიქაელ ბოტკოველსაც უნდა მიეთვისებინა. კომპანია რომელიც სამუშაოებს ასრულედა მეუფე იაკობის მიერ იყო დაქირავებული და ფინანსებთანაც შეხება მეუფეს ქონდა მხოლოდ”- აღნიშნავს დეკანოზი სასამართლოში.

შეგახსენებთ, დეკანოზი გიორგი მამალაძე 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განზრახ მკვლელობის მომზადებისთვის დააკავეს. მას 5 სექტემბერს, პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებისთვის და იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვისთვის 9 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.

იტვირთბა....