ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

კვირიკაშვილმა და გაეროს გენმდივანმა ბორდერიზაციასა და დევნილების თემაზე ისაუბრეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გაერო-ს გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტიერეშის შეხვდა. შეხვედრაზე, საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას და დევნილთა მდგომარეობას.

მხარეებმა განიხილეს ე.წ ბორდერიზაციის თემაც და ისაუბრეს იმ პრობლემებზე, რომელსაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანები აწყდებიან. განხილული იყო ასევე საზღვრის დაკეტვასთან დაკავშირებული საკითხები.

გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ საქართველოს გაერო-ს სრული მხარდაჭერა აქვს. შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ საქართველო კვლავაც დარჩება გაერო-ს დღის წესრიგის მთავარ პრიორიტეტებში“, – ნათქვამია პრესრელიზში.

იტვირთბა....