სკოლებში ვაშლების დარიგების პროექტს, შესაძლოა ატამიც დაემატოს. სკოლებში ვაშლების დარიგების პროექტის კორდინატორის მაია მუშკუდიანის განცხადებით, ტენდერი დღეს გაიხსნება და ყველა მსურველს შეეძლება ტენდერში მონაწილება მიიღოს.
მისი თქმით, ამ ეტაპზე სამინისტრომ თბილისის სკოლებიდან ყველაზე მრავალრიცხოვანი სკოლები შეარჩია. მუშკუდიანი აცხადებს რომ სამინისტროს მიზანია რაც შეიძება მეტ ბავშვს მიეწოდოს ინფორამაცია და მეტი ბავშვი იყოს უზრუნველოყოფილი ჯანსაღი კვებით.
მუშკუდიანი ამბობს, რომ ვაშვლები სკოლის დერეფანში ბავშვებთვის ხელმისაწვდომ ადგილებში განთავსდება და პროცესს ადმინისტრაცია და მანდატურები გააკოტროლებენ. მისი განცხადებით, არ არის გამორიცხული, რომ ვაშლს სხვა ხილიც დაემატოს. ეს შეძლება ატამი იყოს.
,,ეს საცდელი პროგრამაა და დამუშავების პროცესშია. შეიძლება პროექტი სხვა სკოლებშიც განვახორციელოთ ან შეიძლება, მას სხვა კომპონენტები დაემატოს. ეს შეიძლება ვაშლი იყოს, შეიძლება – ატამი. პროექტი ისეთ სახეს მიიღებს, როგორიც უკეთესი იქნება მოზარდებისთვის”,- აცხადებს მაია მუშკუდიანი
წყარო: EDU.ARIS.GE