პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია არასამთავრობო ორგანიზაცია “გამჭვირვალობა საქართველოს” მიერ მომზადებულ ანგარიშს აფასებს. მისი თქმით, მმართველი გუნდი პატივს სცემს „საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს“ საქმიანობას, მაგრამ ამავე დროს მას არაობიექტურობაში ადანაშაულებს. .
“ძალიან ხშირად საყურადღებოა მათი მონაცემები, თუმცა ეს არ არის ეს შემთხვევა. იყო სხვა შემთხვევებიც, როდესაც არასწორი, არაზუსტი და არარეალური ინფორმაცია გავრცელდა. ყველას ვერ ჩამოვთვლი, მაგრამ ბევრი შემთხვევა აღმოჩნდა ამ ჩამონათვალში, სადაც რეალობას ასცდა ის ფაქტები, რაც გამოქვეყნდა. მაგალითად გედევან ფოფხაძეზეც არის იქ ინფორმაცია, რაც აბსოლუტურად არარეალურა. არის სხვა შემთხვევებიც, სადაც ფაქტები აბსოლუტურად არ შეესაბამება რეალობას. საუბარია იმაზე, რომ მაქსიმალურად გადამოწმდეს ინფორმაციები, ვიდრე საჯაროდ გაცხადდება“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
შეგახსენებთ, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ “კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, სადაც საუბარია პარლამენტის წევრების შეუთავსებელ საქმიანობაზე.