ახალი ამბები მთავარი სამართალი

დეკანოზის ჩვენება საჯარო ხდება: რა ფოტოების გამო დაიხურა პროცესი (ვიდეო)

ე.წ. ციანიდის საქმის მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე სასამართლოს წინაშე, საბოლოო სიტყვით წარდგენისას აცხადებს, რომ პროკურატურა მის მიმართ უკანონო ქმედებებით გამოირჩეოდა. აუდიოჩანაწერს, სადაც დეკანოზი საბოლოო სიტყვას ამბობს,  ტელეკომპანია “პირველი” ასაჯაროებს.

აუდიოჩანაწერის მიხედვით, დეკანოზი მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილს მიმართავს, რომ მას დასამალი არაფერი აქვს და მოუწოდებს, რომ სხდომები გაასაჯაროოს. როგორც ის ამბობს, სხდომები კონკრეტული სურათების გამო დაიხურა, სადაც მისი მრევლია აღბეჭდილი პენუარში.  როგორც მამალაძე ამბობს, ეს გოგონა მისი მეგობარია, რომელსაც აღნიშნული ფოტოები სოციალურ ქსელში ჰქონდა განთავსებული, დეკანოზი კი მას აფრთხილებდა, რომ არ იყო სასურველი სოციალურ ქსელში ასეთი შინაარსის ფოტოები განეთავსებინა.

მეორე ფოტოზე კი მისი თქმით, გამოსახულია სტიქაროსანი, რომელიც მოდელობითაა დაკავებული. მას კი ერთ-ერთმა სასულიერო პირმა გაუგზავნა და უთხრა, რომ აღნიშნულ პირს, ასეთი შინაარსის ფოტოები ჰქონდა გასაჯაროებული, რაც არ იყო სასურველი. ხოლო მესამე ფოტო კი არის პირადად მისი, სადაც დეკანოზი გოგონაას კოცნის. ამაზე მამალაძე აღნიშნავს, 2006 წლის ფოტოა, სადაც ის ჯერ კიდევ არ არის სასულიერო პირი.

გარდა ამისა, მსჯავრდებული საუბრობს პროკურატურის მიერ ზეწოლაზე და აცხადებს, რომ დაკავების დღიდან მასთან მიჰქონდათ  სურათები და სთხოვდნენ, რომ ხელი დაედო კონკრეტული პირებისთვის, რომ თითქოს ისინი მისი თანამზრახველები იყვნენ. დეკანოზი ამბობს, რომ მას სთხოვდნენ ხელი დაედო მიტრიპოლიტ პეტრე ცაავაზე, პატრიარქის დაცვის ყოფილ უფროსზე, სოსო ოხანაშვილზე.

შეგახსენებთ, დეკანოზი გიორგი მამალაძე თბილისის სართაშორისო აეროპორტში პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის განზრახ მკვლელობის მომზადების ბრალდებით დააკავეს. მას სასამართლომ 5 სექტემბერს 9 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

 

იტვირთბა....