ოსური მედიის ინფორმაციით, ე.წ. “ოსეთის სახელმწიფოს” ევროპარლამენტში საკუთარი წარმომადგენელი ეყოლება. დე ფაქტო პარლამენტის ე.წ. სპიკერის, პეტრე გასიევის თქმით, მათ ინტერესებს ევროპარლამენტში იტალიელი ჟურნალისტი, ევროპარლამენტის ექს-დეოუტატი კიეზა დაიცავს.
”მოხარული ვარ, რომ ისევ სამხრეთ ოსეთში ვიმყოფები. როდესაც მე ევროპის მოსახლეობას თქვენი რეგიონის შესახებ ვუყვებოდი, მე ვმოქმედებდი როგორც ჟურნალისტი. ვფიქრობ, ჟურნალისტს უნდა შეეძლოს სიმართლის და ტყუილის გარჩევა და მე მივხვდი, რომ სიმართლე თქვენს მხარესაა. მე გავაგრძელებ თქვენი პოზიციის დაცვას ევროპაში.
მილიონობით ევროპელმა სამხრეთ ოსეთის შესახებ სიმართლე უნდა გაიგოს. ერთ საგაზეთო სტატიას ან ტელეგადაცემას შეიძლება ძალიან დიდი ეფექტი ჰქონდეს”, – განაცხადა ჯულიეტო კიეზამ ე.წ.პარლამენტის წევრებთან შეხვედრაზე. ჯულიეტო კიეზა ევროპარლამენტის წევრი 2004-2009 წლებში იყო.