ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

გიორგი კვირიკაშვილი გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე დღეს სიტყვით გამოვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე დღეს სიტყვით გამოვა.

როგორც ჟურნალისტებს საერთაშორისო საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, თედო ჯაფარიძემ განუცხადა, ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას გიორგი კვირიკაშვილი ისაუბრებს ყველა გამოწვევაზე, რომელიც საქართველოს წინაშე დგას, ეს არის კონფლიქტები, ტერიტორიული მთლიანობა, ურთიერთობა რუსეთთან.

“ამ ტრიბუნას იყენებს არა მთავრობა ან ოპოზიცია, ამ ტრიბუნას გამოიყენებს ჩვენი ქვეყანა, საქართველოს სახელმწიფო. ჩვენ ბევრი რამ გვაქვს სათქმელი პოზიტიურიც, პრობლემებიც, ეს არის კონფლიქტები, ტერიტორიული მთლიანობა, ურთიერთობა რუსეთთან. სიტყვა, რომლითაც ბატონი პრემიერი გამოვა გაერო-ს მაღალი ტრიბუნიდან, სწორედ ამ თემებს შეეხება. ამ ყველაფერზე საუბარი წაადგება ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებს. მე არ გამოვყოფ არც ხელისუფლებას, არც ოპოზიციას, ეს წაადგება მთლიანად ჩვენს ქვეყანას”, – განაცხადა ჯაფარიძემ.

იტვირთბა....