ლონდონში პოლიციამ 6 ქუჩა გადაკეტა და მოსახლეობას გარეთ გამოსვლისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა. სიტუაცია მეტორსადგურ ლივერპულ სტრიპის მიმდებარედ დაიძაბა, რისი მიზეზიც ერთ-ერთ ქუჩაზე აღმოჩენილი საეჭვო პაკეტი გახდა. სამართალდამცავები ჯერჯერობით კონკრეტულად ვერ ასახელებენ რა არის საეჭვო პარკში მოთავსებული.
გადაკეტილ ქუჩაზე კინოლოგები და სნაიპერები მუშაობენ. ოფისებიდან და სახლებიდან ადამიანების ევაკუაცია განხორცილდა. შეგახსენებთ, რომ დღეს დილით ლონდონის პოლიციამ გასულ კვირას ტერაქტში ეჭვმიტანილი დააკავა.