მექსიკაში ძლიერმა მიწისძვრამ ვულკანი პოპოკატეპეტლი გააღვიძა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
როგორც ბრიტანული გამოცემა dailystar-ი იტყობინება, პუებლას შტატის გუბერნატორმა ხოსე ანტონიო გალიმ აღნიშნა, რომ ძლიერი მიწისძვრის შედეგად ვულკანის ფერდობზე მდებარე ეკლესია დაინგრა, სადაც მესა მიმდინარეობდა და 15 ადამიანი დაიღუპა.
როგორც სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტოები და ვიდეოები ცხადყოფს, ვულკანი კვამლს და ფერფლს აფრქვევს. სეიმსოლოგებმა „წითელი განგაში“ გამოაცხადეს, რაც საფრთხის მაქსიმალური დონეს ნიშნავს.
სეისმოლოგების ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი მექსიკის მორელოსის შტატში მდებარე აშოჩიაპანის დასახლებული პუნქტიდან 12 კილომეტრში მდებარეობდა. დაფიქსირდა ორი მიწისქვეშა ბიძგი -7,1 და 6,8 მაგნიტუდის სიმძლავრის. დაღუპულთა რიცხვი 240-ს აღემატება. დაზარალებულ რაიონებში, მათ შორის დედაქალაქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები, რომელშიც ათასობით სამხედროა ჩართული.