ირაკლი მექვაბიშვილი დღეიდან ქვეყნის გენერალური აუდიტორია. კენჭისყრის შედეგები ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, რომლის მიხედვითაც მისი გენერალურ აუდიტორად გახდომას ოთხმოცივე წევრმა დაუჭირა მხარი.
ირაკლი მექვაბიშვილმა პირობა დადო, რომ მუშაობის დაწყების შემდეგ უწყება ბევრად ეფექტური გახდება და ის აუდიტის სამსახურის დამოუკიდებლობას უზრუნველყოფს. ის აუდიტის სამსახურს 5 წლის ვადით უხელმძღვანელებს.
8 სექტემბერს პარლამენტის თავმჯდომარემ აუდიტის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ირაკლი მექვაბიშვილის კანდიდატურა წარადგინა. 14 სექტემბერს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე ირაკლი მექვაბიშვილის კანდიდატურა დაამტკიცა. მანამდე ქვეყნის გენერალური აუდიტორი ლაშა თორდია იყო.