ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ოზურგეთში მოსახლეობა მგლების შემოსევაზე საუბრობს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მშვიდობაურში (ბახვის თემი) მგლების შემოსევაზე ალაპარაკდნენ. ამის შესახებ “გურიის მოამბე” წერს.

გამოცემის ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ, სოფელში მტაცებელმა 4 ძროხა დაგლიჯა. ადგილობრივები ამბობენ, რომ ბოლო დროს დასახლებულ პუნქტებში მგლები მასიურად ჩნდებიან.

მათი თქმით, ეს ქვეყნის მასშტაბით ტყეებში გაჩენილმა ხანძრებმა გამოიწვია, რის შედეგადაც მტაცებლები სხვადასხვა ადგილებს აფარებენ თავს:

“იმდენი ფართობი დაიწვა, მთელი ზაფხული ტყეები იწვოდა, გამოვიდა მგლები და სხვადასხვა ადგილებს აფარებენ თავს. სოფლები, რომლებიც მაღალზე მდებარეობს და ახლოსაა ტყესტან, მგლები მომრავლდა. რომ მოვკლათ, ამაზე ჯარიმებია, რა გავაკეთოთ ვეღარ ვხდებით. ამ ზამთარში შიმშილით დავიხოცებით, მარჩენალი ძროხები თუ მგლებმა დაგვიჭამა”-ამბობენ ადგილობრივები.

იტვირთბა....