“ქართუ ბანკის” იურდიული სამსახურის უფროსი ალა კახნიაური “ტევე პირველთან” საუბარში აცხადებს, რომ “ყველა იმ პირმა, ვინც დაადანაშაულა ჩვენი ბანკი ამ მძმე დანაშაულში პასუხი უნდა აგოს”. კახნიაური აცხადებს, რომ ბანკი იჩივლებს, ვინაიდან დღეს, “ენმ”-ს აქციაზე გამოთქმული ბრალდებები სიცრუეა და ბრალდებები, რომ ბანკი ფულს ათეთრებს ბინძური ცილისწამებაა.
“ნაციონალური მოძრაობის” წევრი ლევან ხაბეიშვილი კი “მეტრონომთან” ალა კახნიაურის განცახდებას პასუხობს. ხაბეიშვილი ამბობს, რომ მას სასამართლოში ჩივილის არ ეშინია და “ყურებზე ხახვი” არავინ დააჭრას. მისი თქმით, “ქართუ ბანკი” ხალხს ძარცვავს. “ენმ”-ის წევრი ბანკს მოუწოდებს, რომ გაასაჯაროოს შემოსავლების შესახებ ინფორმაცია. მისი თქმით, “ქართუ ბანკი” სახელმწიფოსაგნ ხელშეკრულების სახით, მილიონიან ტენდერებს იგებს.
“საქართველოს მოქალაქეებს, ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილების და სხვა ნათესავების კიდევ უფრო გამდიდრება გვიწევს. გაღატაკებული და გაჭირვებული ხალხის ხარჯზე ფულს ხვეტავენ. უჩა მამაცაშვილს 1 ლარად 2 მილიონად შეფასებული ქონება გადასცეს. ეს ყველაფერი რეესტრით დასტურდება. “ქართუ კომპანია” სახელმწიფო შეკვეთებს იღებს. მისი ბიზნეს პარტნიორი კი ალა კახნიაურია, რომელმაც 2014 წელს ასევე კომპანია დაარსა და ხელისუფლებსიგან მილიონობით ლარის ხელშეკრულებები მიიღო. ხალხს ძარცვავენ და კიდევ ხაბეიშვილს უნდა უჩივლონ? ყურებზე ხახვი არავის დააჭრან”,-ამბობს ხაბეიშვილი “მეტრონომთან”.
შეგახსენებთ, რომ დღეს “ქართუ ბანკთან” “ნაციონალურმა მოძრაობამ” აქცია მოაწყო. პარტიის თბილისის მერობის კანდიდატმა ზააალ უდუმაშვილმა აქციაზე განაცხადა, რომ ” ბანკი ბიძინა ივანიშვილის შავი ფულის სარეცხ მანქანად იქცა”. უდუმაშვილმა აქციაზე შეკრებილ მოსახლეობას მიმართა და ექსპრემიერი ივანიშვილი ე.წ. შავი ფულის გათეთრებაში დაადანაშაულა.
თბილისის მერობის კანდიდატი ამბობს, რომ „ქართუ ბანკმა“ და ბიძინა ივანიშვილმა მოსახლეობის ხარჯზე 1700%-ანი მოგება ნახეს. უდუმაშვილი ამბობს, რომ მოსახლეობამ უნდა დაასრულოს ხარკის ხდა ივანიშვილისთვის. აქციაზე დაპირისპირება ბანკის თანამშრომლებსა და პარტისი წევრებს შორის დაპირისპირება მოხდა. პოლიციამ სიტუაცია მალევე განმუხტა. აქცია ცოტახნის წინ დაიშალა.