ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ახალციხეში 68 ბავშვის მოწამვლის მიზეზი 3 დღეში გახდება ცნობილი

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრისა და სურსათის უვნებლობის სააგენტოს წარმომადგენლები აცახდებენ, რომ ახალციხეში 68 ბავშვის მოწამვლის მიზეზი 3 დღეში გახდება ცნობილი თუ რამ გამოიწვია  მოზარდების ინტოქსიკაცია.  მიზეზებს უკვე სწავლობდნენ. უკვე აღებულია წყლისა და საკვების სინჯები ახალციხის ყველა საბავშვო ბაღიდან.

ამ ეტაპზე სპეციალისტები კარანტინის გამოცხადების აუცილებლობას ვერ ხედავენ. წინასწარი ვერსიით, ინტოქსიკაცია ენტეროვირუსმა გამოიწვია. ამ სტაციონარულ მკურნალობას 11 ბავშვი აგრძელებს, მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

სულ სიმპტომები 68 ბავშვს ჰქონდა, აქედან სამედიცინო დაწესებულებას 35-მა მიმართა.

შეგახსენებთ, რომ ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში, ღებინებით, მუცლის ტკივილითა და მაღალი სიცხით გუშინ 35 ბავშვი შეიყვანეს, რომლთა რიცხვი მოგიანებით გაიზარდა. ყველა მათგანი საბავშო ბაღების აღსაზრდელია.

იტვირთბა....