ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა სამართალი

მიხეილ სააკაშვილი დღეს კიევში ჩავა და მოსახლეობასთან შეხვედრებს გამართავს

საქართველოს მესამე პრეიდენტი და ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი დღეს კიევში ჩავა. პარტია “ახალ ძალთა მოძრაობაში” აცხადებენ, რომ სააკაშვილი და მისი ადვოკატები, პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობის წინ ბრიფინგს გამართავენ.

ისინი მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის გასაჩივრებასთან დაკავშირებით საზოგადოებას ახალ ინფორმაციას მიაწვდიან. ბრიფინგი ადგილობრივი დროით 12 საათზე გაიმართება.

შეგახსენებთ, ლვოვში სასამართლო პროცესი გუშიინ გადაიდო, რადგანაც მესაზღვრეებმა ვერ წარუდგინეს სასამართლოს სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მტკიცებულებები. დამატებითი ინფორმაციის წარსადგენად მოსამართლემ მათ დრო პარასკევამდე მისცა.

ცნობისთვის, სააკაშვლიმა და მისმა მომხრეებმა უკრაინის საზღვარი 10 სექტემბერს გადალახეს.

იტვირთბა....