ახალი ამბები მთავარი სამართალი

დეკემბრიდან ზაზა ხატიაშვილი “ადვოკატთა ასოციაციის” თავმჯდომარე აღარ იქნება

დეკემბრიდან ზაზა ხატიაშვილი “ადვოკატთა ასოციაციის” თავმჯდომარე აღარ იქნება. „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, ასოციაციის თავმჯდომარის ზედიზედ არჩევა მხოლოდ ორჯერ შეიძლებამ ხოლო ხატიაშვილმა კი ეს დრო უკვე გამოიყენა. ის ასოციაციის თავმჯდომარე 2009 წლიდანაა. ამის შესახებ გამოცემა “ლიბერალი” წერს.

„რომც მქოდეს უფლება, მაინც არ მივიღებდი [არჩევნებში] მონაწილეობას, რადგან ძალიან დავიღალე. ძალიან მინდა, რომ პროფესიას დავუბრუნდე, მომენატრა პროცესები… სხვაგან არსად არ წავალ. ეს არის გამორიცხული, იმიტომ, რომ ეს არის მთელი ჩემი ცხოვრება… ვისაც აირჩევს ადვოკატთა ასოციაცია, ის იქნება ჩემი თავმჯდომარე, მეყვარება და პატივს ვცემ“, – ამბობს „ლიბერალთან“ საუბრისას ზაზა ხატიაშვილი.

დღეს ორგანიზაცია „საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის“ (GLIP) საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის პირველ კანდიდატურას წარადგენს.

იტვირთბა....