„მიშა წადი“ – ამ შინაარსის ტრანსფარანტებით საქართველოს მესამე პრეზიდენტს უკრაინაში, სასამართლოს შენობის წინ ელოდებიან. მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი ცოტახანში დაიწყება. სასამართლოსთან კი სააკაშვილის საწინააღმდეგო შეძახილებს სკანდირებენ.
ადგილზე ასევე ლვოვის მცხოვრებლები შეიკრიბნენ, რომლებიც საქართველოს მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერები არიან.
შეგახსენებთ, სააკაშვილი თავის მხარდამჭერებთან ერთად, საზღვარზე, რეგისტრაციის გარეშე 10 სექტემბერს გადავიდა. სასამართლო საზღვრის უკანონოდ კვეთის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე იმსჯელებს, რომელიც დამტკიცების შემთხვევაში, სანქციის სახით ჯარიმას ითვალისწინებს.
უკრაინის გენერალური პროკურორის, იური ლუცენკოს თქმით, მიხეილ სააკაშვილს საზღვრის გადაკვეთის საქმესთან დაკავშირებით უკრაინაში არც დააპატიმრებენ და არც მისი ექსტრადირება მოხდება.