ახალი ამბები მთავარი მსოფლიო სამართალი

“რია ნოვოსტის” ინფორმაციით, ბერლინში მომხდარ ტერაქტში ეჭვმიტანილი, შესაძლოა, საქართველოს მოქალაქე იყოს

”რია ნოვოსტის”  ინფორმაციით, ბერლინის გენერალური პროკურატურის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ  მოკლული რუსეთის მოქალაქე იყო. გამოცემის ინფორმაციით, ეჭვმიტანილი უკვე დაკავებულია, თუმცა მისი მოქალააქეობის შესახებ ინფორმაცია ზუსტად არ არსებობს. წყარო “რია ნოვოსტს” უყვება, რომ ეჭვმიტანილი საქართველოშია დაბადებული.

”ჩემი ინფორმაციით, მოკლული პირი რუსეთის მოქალაქეა. ეჭვმიტანილი უკვე დაკავებულია, მაგრამ მისი მოქალაქეობის შესახებ ზუსტი ცნობები არ მაქვს. ჩემი ინფორმაციით, ის საქართველოშია დაბადებული, მაგრამ ამაში დარწმუნებული არ ვარ”, – აღნიშნა ბერლინის გენერალური პროკურატურის წარმომადგენელმა.

მისივე თქმით, საცეკვაო მოედანზე ორ პირს სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდა. ისინი კლუბიდან ქუჩაში გაიყვანეს, სადაც კამათი გაგრძელდა. მოგვიანებით მოვიდა მესამე შეიარაღებული პირი და რამდენიმე გასროლა განახორციელა. სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი დაშავდა, შეიარაღებული პირი კი, საკმაოდ მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

იტვირთბა....