ახალი ამბები მთავარი სამართალი

ფინანსთა სამინისტრო: GEM fest-თან დაკავშირებით შესაძლოა სიგუას პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი ლევან გამყრელიძე არ გამორიცხავს, რომ  GEM fest-თან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, მისი დამფუძნებლის, გიორგი სიგუას პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს.

თუმცა, როგორც გამყრელიძე განმარტავს, ამ ეტაპზე  ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მისაცემი პირი გამოკვეთილი არ არის. მისი თქმით, ვიდრე მტკიცებულებები არ იქნება, მანამდე წინასწარ რაიმე დასკვნებისგან თავს შეიკავებს.

”თუ დანაშაული იქნება არაფერს გამოვრიცხავ. ჯერჯერობით ვიძიებთ. თუმცა ამ ეტაპზე ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მისაცემი პირი გამოკვეთილი არ არის. დაველოდოთ გამოძიების შედეგებს და ამის შემდეგ გაირკვევა პასუხისგებაში მისაცემი პირის, ან პირების ვინაობა. ვიდრე მტკიცებულება არ იქნება, ბრალდებულებზე წინასწარ პროგნოზირება შეუძლებელია, რათა დაცული იყოს მათი უდანაშაულობის პრეზუმფცია”, – განაცხადა ლევან გამყრელიძემ.

რაც შეეხება თავად საქმის დეტალებს, გამყრელიძის ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 185-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ქონების მესაკუთრის ან მფლობელის ქონებრივ დაზიანებას მოტყუებით. მისი თქმით, საქმეზე 100 პირია უკვე დაკითხული.  რაც შეეხება ფესტივალისთვის ბიუჯეტიდან დარიცხულ ფულს, გამყრელიძის ინფორმაციით, ”ამაზე გამოძიება ცალკე მიდის”.

იტვირთბა....