ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ლონდონის მეტროში მომხდარი ტერაქტის ორგანიზებაში ბრალდებულის პირველი სურათები გავრცელდა

ლონდონის მეტროსადგურ ”პარსონს გრინში” მომხდარი ტერაქტის ორგანიზებაში ბრალდებულის ფოტოს sky news-ი ავრცელდებს.

გამოცემის ცნობით, ის 21 წლისაა და სამართალდამცველებმა შაბათს დააკავეს. ძალოვან სტრუქტურებში განმარტავენ, რომ სწორედ მან განათავსა პარასკევს მეტროს ვაგონში ასაფეთქებელი მოწყობილობა.

მის გარდა, კიდევ ერთი ბრალდებული 18 წლისაა, რომელიც ასევე შაბათს დილით დააკავეს.

როგორც sky news-ი იუწყება, ორივე ახალგაზრდა ბრიტანელი წყვილის, პენელოპა და რონალდ ჯონსების სახლში ცხოვრობდა. ჯონსების წყვილი ცნობილია იმით, რომ ისინი წლების განმავლობაში რამდენიმე ასეულ ბავშვს თავისთან იფარებენ და ზრდიან.

შეგახსენებთ, პარასკევს. 15 სექტემბერს, ლონდონის მეტროსადგურში “პარსონ გრინი” მატარებლის ვაგონში აფეთქება მოხდა, რომლის შედეგადაც 30 ადამიანი დაშავდა.

იტვირთბა....