ოპერის მომღერალი ზურაბ სოტკილავა 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. ტენორი,მოსკოვში დაიღუპა, მას საქართველოში რამდენიმე დღეში ჩამოასვენებენ.
ზურაბ სოტკილავა 1937 წლის 12 მარტს, სოხუმში დაიბადა. 1960 წელს დაამთავრა ვ. ი. ლენინის სახელობის საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, 1965 – ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის კონსერვატორია (პროფ. დ. ანდღულაძის კლასი). 1965-1974 წლებში ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის აკადემიური თეატრის სოლისტი იყო. 1966-1968 წლებში მივლინებული იყო მილანის საოპერო თეატრ “ლა სკალაში” სტაჟიორად.
1974 წლიდან მოსკოვის დიდი თეატრის სოლისტი იყო. ის იყო ახალგაზრდობისა და სტუდენტთა საერთაშორისო ფესტივალის მთავარი პრიზის “ოქროს ორფევსის” (სოფია, 1968) მფლობელი, პ. ჩაიკოვსკის სახელობის IV საერთაშორისო კონკურის (ბარსელონა, 1970, I პრემია და “გრან პრი”) ლაურეატი, ბოლონიის ხელოვნების აკადემიის საპატიო წევრი (1980); ზ. ფალიაშვილის სახელობის სახელმწიფო პრემია (1983). 1975 წლიდან მოსკოვის კონსერვატორიის პედაგოგი იყო.