ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

Financial Times-ის ჟურნალისტი მდინარეში ხელს იბანდა და ნიანგმა შეჭამა

The Financial Times-ის ჟურნალისტი პოლ მაკლინი ნიანგმა მაშინ შეჭამა, როცა ის მდინარეში ხელს იბანდა. შემთხვევა შრი-ლანკაში მოხდა. ინორმაციას New York Post-ი ავრცელებს.

25 წლის ჟურნალისტს ნიანგი ხელებში სწვდა და წყალში ჩაითრია.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, ეს პირველი შემთხვევაა, როცა ამ ადგილას მსგავსი რამ ხდება. მითუმეტეს, რომ მითითებულ ადგილას ყოველთვის ბევრი ტურისტი და ადგილობრივი დამსვენებელი დადის. მაშველები ბრიტანელის ცხედარს ამ დრომდე ეძებენ.

“ნიანგები აქ არასოდეს გვინახავს. ისინი ჩვეულებრივსამებრ ჯუნგლებში მდებარე წყლებში გვხვდება. წარმოდგენა არ მაქვს, როგორ მოვიდნენ ისინი პლიაჟამდე” – ამბობს ლაგუნას მფლობელი.

თვითმხილველები ყვებიან, რომ მაკლინი ტუალეტში იყო შესული და უბედური შემთხვევა მაშინ მოხდა როცა მან მდინარეში ხელების დაბანა გადაწყვიტა.

 

იტვირთბა....