ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ხოშტარია: ავლაბარში, ნანგრევებში შშმ პირი ცხოვრობს, რომელსაც თაგვმა სამჯერ უკბინა

“ევროპული საქართველოს” თბილისის მერობის კანდიდატი ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ თბილისში 3000-ზე მეტი ავარიული სახლია, რომელთა რეაბილიტაციაც სოციალურ ფონს გააუმჯობესებს. ამის შესახებ მან “აიპრესს” განუცხადა.

“დღეს, თბილისში 3000-ზე მეტი ავარიული სახლია. მათი რეაბილიტაცია გააუმჯობესებს სოციალურ ფონს. მაგალითად, ავლაბარშია ნანგრევები. როდესაც ავლაბარში ვცხოვრობდი შევედი ამ სახლში, მეგონა რომ ნანგრევებში შევდიოდი, სადაც აღმოვაჩინე რომ თურქმე იქ ცხოვრობს შშმ (შეზღუდული შესაძლებლობის მქონე) პირი, რომელიც წევს, ვერ დგება და თაგვების ნაკბენები მანახა. სამჯერ უკბინა თაგვმა, იმიტომ რომ პირდაპირ კედლებიდან მოძვრება.

ამას გარდა მათი რეაბილიტაცია მოგვცემს ეკონომიკური განვითარების ძალიან დიდ სტიმულს. ერთი მხრივ ეს არის სამუშაო ადგილების შექმნა რეაბილიტაციის პროცესში, მეორე კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ეს ამ უბნებს მცირე ბიზნესისთვის მიმზიდველს გახდის. ისევე როგორც ძალიან მიმზიდველი გახდება ტურიზმის განვითარებისთვისაც”, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ “აიპრესთან” ინტერვიუში.

იტვირთბა....