საქართველოს პროფკავშირების თავმჯდომარე კვლავ ირაკლი პეტრიაშვილია. გამარჯვების შემდეგ პეტრიაშვილი პირველ კომენტარს აკეთებს და აცახდებს, რომ საქართველოს პროფკავშირებმა ტესტი ჩააბარეს. მისი აზრით, დღეს გამოჩნდა, რომ საქართველოში ჯანსაღი სამოქალაქო საზოგადოებაა. ირაკლი პეტრიაშვილი დელეგატებს მადლობას უხდის, რომ მას ნდობა კიდევ ერთხელ გამოუცხადეს.
“იმ სიბინძურეს, რაც მედიაში ვრცელდებოდა, პროფკავშირებმა პასუხი გასცეს. ჩემს მშობლებს ნაგავი არ გავუზრდივარ. დელეგატებმა წარმოუდგენელ ზეწოლას გაუძლეს და შრომა დააფასეს”,-ამბობს პეტრიაშვილი
შეგახსენებთ, პროფკავშირებით თავმჯდომარის არჩევნების შედეგები რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი. პროფკავშირებით თავმჯდომარის პოსტს ისევ ირაკლი პეტრიაშვილი დაიკავებს. არჩევნებში მონაწილეობა სულ 203-მა დელეგატმა მიიღო. 139 ხმით ირაკლი პეტრიაშვილმა მოწინააღმდეგეს ამირან ზენაიშვილს მოუგო.