გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარედ კვლავ ირაკლი პეტრიაშვილი აირჩიეს. დელეგატებმა ხმათა უმრავლესობით, მხარი კვლავ მას დაუჭირეს. პეტრიაშვილმა 139, ხოლო ზენაიშვილმა 62 ხმა მიიღო. ორი ბიულეტენი გაბათილდა.
არჩევნებში სულ 203-მა დელეგატმა მიიღო მონაწილეობა, რომლებსაც არჩევანი ორ კანდიდტს – ირაკლი პეტრიაშვილსა და ამირან ზენაიშვილს შორის უნდა გაეკეთებინათ.
არჩევნებში კენჭს იყრიდა დავით ოქიტაშვილიც, თუმცა მან კანდიდატურა კენჭისყრამდე რამდენიმე საათით ადრე მოხსნა.